სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ კოკოევი 17 ივნისს ჩრდილოეთ ოსეთს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში იგი ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებასთან “სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს შორის ინტეგრაციის პროცესის გაღრმავების საკითხს განიხილავს“.
ჩრდილოეთ ოსეთის ახლადდანიშნულმა ლიდერმა თეიმურაზ მამსუროვმა 10 ივნისს რუსულ გაზეთ “ნოვაია გაზეტა“–სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთს უნდა შეუერთდეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)