Site icon Civil.ge

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დამატებითი საგუშაგო იხსნება

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის მარატ კულახმეტოვის გადაწყვეტილებით, სოფელ ერედვთან დამატებითი საგუშაგო გაიხსნა. ამის შესახებ,  სამშვიდობოების ხელმძღვანელმა წერილობით უკვე აცნობა შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეებს.


დამატებითი საგუშაგოს გახსნას მარატ კულახმეტოვი ცხინვალის რეგიონში ბოლო პერიოდში გართულებულ ვითარებას უკავშირებს. კერძოდ, 29 მაისს სოფელ თამარაშენთან მომხდარ ინციდენტს, როცა შეიარაღებული დაპირსპირებას ოთხი ოსი სამხედროსა და ერთი ქართველი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა და ასევე 6 ივნისს ცხინვალიდან ოთხი ქართველის უკვალოდ გაუჩინარებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)