Site icon Civil.ge

ევროკავშირის ქვეყნებთან, აშშ-სთან, კანადასთან, იაპონიასთან, ისრაელთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი ამოქმედდა

15 ივნისიდან ძალაში შევიდა პარლამენტის მიერ 2 ივნისს მიღებული კანონი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების , აშშ-ს, იაპონიის, კანადის, ისრაელისა და შვეიცარიის მოქალაქეებისათვის  უვიზო მგზავრობის ცალმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.


საქართველოში შემოსვლის მსურველ ამ 29 ქვეყნის მოქალაქეებს, შესაბამისი სასაზღვრო ფორმალობების გავლის შემდგომ, უფლება ეძლევათ თითოეული შემოსვლისას საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ 90 დღის განმავლობაში დაჰყონ, ხოლო უფრო ხანგრძლივად დარჩენის შემთხვევაში ესაჭიროებათ შესაბამისი ვიზა, იტყობიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)