საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 17 ივნისს ვაშინგტონში ვიზიტის დროს პენტაგონში აშშ–ის თავდაცვის მდივანს დონალდ რამსფელდს შეხვდა, იტყობინება აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტი.
თავდაცვის მინისტრს თან ახლდა საქართველოს ელჩი აშშ–ში ლევან მიქელაძე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა და საქართველოს თავდაცვის ატაშე, მაიორი ლაშა ბერიძე.
მოლაპარაკებების სხვა დეტალები უცნობია. ოქრუაშვილი ვაშინგტონში 13 ივნისს ბრიუსელიდან გაემგზავრა, სადაც იგი 10 ივნისს ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სხდომას დაესწრო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)