სამეგრელო-ზემო სავანეთის რეგიონის რწმუნებულმა კახა არდიამ, რომელიც 18 ივნისს ზუგდიდში რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალ-ლეიტენანტს ვალერი ევნევიჩს შეხვდა, განაცხადა, რომ “რუსეთს საქართველოდან სამხედრო ბაზებზე არსებული ტექნიკის გატანა აფხაზეთის გავლით სურს“.
კახა არდიას განცხადებით, ასეთ შემთხვევაში საჭიროა საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართვა, რომლებიც უშუალოდ გააკონტროლებენ ტექნიკის გაყვანის პროცესს, რათა “არ მოხდეს ტექნიკის დატოვება თვითგამოცხადებული აფხაზეთის ტერიტორიაზე“, რასაც არდიას თქმით, “ევნევიჩი უარყოფს“.
30 მაისს მოსკოვსა და თბილისს შორის საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მიღწეული შეთანხმების შემდეგ, 6 ივნისს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ ახალქალაქიდან და ბათუმიდან “ტექნიკისა და ქონების ძირითადი ნაწილი და ასევე პირადი შემადგელობა რუსეთში ზღვით იქნება გაყვანილი“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)