Site icon Civil.ge

თბილისში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია ჩამოდის

19 ივნისს თბილისში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები ჩამოდიან. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდება.


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეაქციული და ბირთვული სამსახურის ხელმძღვანელის სოსო კაკუშაძის ინფორმაციით, დელეგაცია მოლაპარაკებებს გამართავს ასევე  საქართველოში გაეროს ოფისთან, რათა შესაძლებელი გახდეს ინსპექტირებისთვის სააგენტოს მისიის გაგზავნა თვითგამოცხადებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულ ბირთვული ინსტიტუტში.


16 ივნისს სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სურთ აფხაზეთში გააგზავნონ მისია სავარაუდოდ აფხაზეთის ბირთვული ინსტიტუტიდან  დაკარგული იარაღის დასამზადებლად საჭირო პლუტონის ან ურანის საპოვნელად.     


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)