Site icon Civil.ge

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია თბილისში მთავრობის წევრებს ხვდება

19 ივნისიდან თბილისში სამუშაო ვიზიტად მყოფი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები დღეიდან საქართველოს მთავრობასთან იწყებენ შეხვედრებს.


დელეგაცია შეხვდება გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები თბილისში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ კონვენციით გათვალისწინებულ საკითხების განიხილავენ.


დაგეგმილია საქართველოში გაეროს ოფისთან მოლაპარაკებები, რათა შესაძლებელი გახდეს ინსპექტირებისთვის სააგენტოს მისიის გაგზავნა თვითგამოცხადებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულ ბირთვულ ინსტიტუტში, საიდანაც, არსებობს ეჭვი, რომ დაკარგულია პლუტონი და ურანი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)