Site icon Civil.ge

სააკაშვილი ცხინვალის რეგიონში კერძო ჰუმანიტარულ ინიციატივებს მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 13 ივლისს მხარი დაუჭირა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას ინიციატივას, რომლის თანახმადაც ცხინვალის რეგიონს დღეს უნიკალური სამედიცინო დანადგარი – კომპიუტერული ტომოგრაფი გადაეცა.


“ჩვენ მივესალმებით ყველა იმ [სახელმწიფო და კერძო] ინიციატივას, რომელსაც კონფლიქტის დარეგულირების საერთო ნაბიჯების ფარგლებში განვიხილავთ… მზად ვართ სხვა ჰუმანიტარული პროექტებიც განვახორციელოთ“, განაცხადა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, ფრიდონ თოდუას მიერ გამოჩენილი ინიციატივის მხარდასაჭერად, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ცხინვალს სასწრაფო დახმარების მანქანები უსასყიდლოდ გადასცეს.  პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გამზადებულია ახალი, სარეისო ავტობუსები, რომელიც ოსურ მხარეს ასევე უსასყიდლოდ გადაეცემა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)