დღეს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა ცხინვალში გაემგზავრა, სადაც შეხვდება დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო საქმეთა მინისტრს ბორის ჩოჩიევს.
სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილება კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება და 6 ივნისს ცხინვალიდან გაუჩინარებული ოთხი ქართველის საკითხი, რომელთა ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.
გიორგი ხაინდრავა ასევე შეხვდება დიდი ლიახვის ხეობის სოფლებში მცხოვრებ ქართველებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)