ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ – „კონსერვატორები“, „ახალი მემერჯვენეები“, „თვისუფლება“, „ლეიბორისტები“ ,რომლებიც შუალედურ არჩევნებში მონალიწოებისთვის საერთო კანდიდატების შესარჩევად შიდა არჩევნების, ანუ პრაიმერის ჩატარებაზე შეთანხდნენ 8 აგვისტოს საარჩევნო კომისია დააკომპლექტა.
აღნიშნული ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პრაიმერის ჩატარებაზე მემორანდუმს ხელი 5 აგვისტოს მოაწერა. პრაიმერის საშუალებით გამოვლინდება ხუთი ის საერთო კანდიდატი, რომელიც 1 ოქტომბერს დანიშნულ ხუთ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
საარჩევნო კომისია პარიტეტის წესით დაკომპლექტდა, თითო პარტია ორ-ორი წევრით იქნება წარმოდგენილი – სულ რვა წევრი. კომისიას არ ეყოლება თავმჯდომარე.
კონსერვატორული პარტიიდან საარჩევნო კომისიის წევრები იქნებიან – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, „ახალი მემერჯვენებიდან“ – მამუკა კაციტაძე, გია ცაგარეიშვილი, „ლეიბორისტებიდან“ – ჯონდი ბაღათურია, კახა ძაგანია, „თავისუფლებიდან“ – სოსო ბარათაშვილი და დავით ბარდაველიძე.
საარჩევნო კომისია პირველ სხდომას 10 აგვისტოს გამართავს. სხდომაზე ოპოზიციური პარტიები საკუთარ კანდიდაებს წარუდგენენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)