Site icon Civil.ge

სოხუმში სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ ექსპერტთა შეხვედრა გადაიდო

საქართველო-რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ სპეციალისტთა  ერთობლივი (ქართული, აფხაზური, რუსული) ჯგუფის დღეს დაგეგმილი  შეხვედრა გაურკვევლი ვადით გადაიდო.
 
შეხვედრას უნდა დასწრებოდა „რკინიგზის დეპარტამენტის“ ტექნიკური დირექტორი იური ჭავჭანიძე. რკინიგზის დეპარტამენტში ჯერ-ჯერობით კომენტარი არ კეთდება შეხვედრის გადადების მიზეზების შესახებ.
 
სახელმწიფო მინისტრის კონფლიქტების მოგვარების საკითხში გიორგი ხაინდრავას აპარატში შეხვედრის გადადების მიზეზად ტექნკური საკითხის მოუგვარებლობას ასახელებენ.
 
ქართული, აფხაზური და რუსული მხარეები ჯერ კიდევ 19 ივლისს სოხუმში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ ერთობლივ 41 წევრიან ექსპერტთან ჯგუფის შექმნაზე, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან სოხუმი–ინგირის (ზუგდიდის რაიონი) სარკინიგზო მონაკევთის ტექტიკურ მდგომარეობას.
 
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ექსპერტთა შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)