Site icon Civil.ge

ალასანია სოხუმში ექპსერტთა ჯგუფის შეხვედრის ჩაშლის მიზეზს ასახელებს

ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში საქართველოს პრეზიდნეტის პირადი წარმომადგენლის ირაკლი ალასანიას მიერ 9 აგვისტოს გავრცელებული განცხადებით, სოხუმში რკინიგზის საკითხზე მომუშავე ქართულ-აფხაზურ-რუსული ერთობლივი ჯგუფის შეხვედრა აფხაზური მხარის მხრიდან ქართველი ექსპერტებისთვის შეხვედრაზე მონაწილეობისთვის უარის თქმის გამო არ შედგა. უარის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ქართველ ექსპერტთა ჯგუფში იმყოფება აფხაზეთიდან დევნილი სამი სპეციალისტი.
 
ქართული, აფხაზური და რუსული მხარეები ჯერ კიდევ 19 ივლისს სოხუმში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ ერთობლივ 41 წევრიან ექსპერტთან ჯგუფის შექმნაზე, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან აღსადგენი სარკინიგზო მონაკევთის ტექტიკურ მდგომარეობას.
 
ირაკლი ალასანიას აპარატის ინფორმაციით, აღნიშნული პირები დღეისათვის საქართველოს რკინიგზაში მუშაობენ და არიან სპეციალისტები, რის გამოც მოხდა მათი შეყვანა ექსპერტთან ჯგუფში.
 
„ქართული მხარე იტოვებს იმედს, რომ განახლებული ქართულ-აფხაზური სამშვიდობო პროცესის და დიალოგის გათვალიწინებით, აფხაზური მხარე გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას“ – ნათქვამია 9 აგვისტოს გავრცელებულ ირაკლი ალასანიას განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)