„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს პოლიტსაბჭოს დახურული სხდომის შემდეგ შუალედური არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატები ოფიციალურად დაასახელა.
ისანი-სამგორის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს შს მინისტრის მოადგილე ბიძინა ბრეგაძე იყრის.
ქობულეთში – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდიანციო სამსახურის უფროსი კობა ხაბაზი.
ტყიბულში – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პავლე კუბლაშვილი.
ბათუმში – სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი.
შუახევში – პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს წევრი ელგუჯა მაკარიძე.
შუალედური არჩევნები საქართველოს ხუთ საარჩევნო ოლქში 1 ოქტომბერს ჩატარდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)