ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ დაკომპლექტებულმა საარჩევნო კომისიამ 11 აგვისტოს გამართულ სხდომაზე შიდა არჩევნების, ანუ პრაიმერის ჩატარების თარიღად 17 სექტემბერი დაამტკიცა.
პრაიმერის ჩატარების შესახებ მემორანდუმს ოთხი ოპოზიციური პარტიის – „კონსერვატორების“, „ახალი მემარჯვენეების“, „ლეიბორისტების“ და „თავისუფლებას“ ლიდერებმა 5 აგვისტოს მოაწერეს ხელი.
პრაიმერში გამარჯვებული ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები 1 ოქტომბერს საქართველოს ხუთ მაჟორიტარულ ოლქში – ისანი, ქობულეთი, ბათუმი, შუახევი, ტყიბული – დაგეგმილ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)