Site icon Civil.ge

საქართველოს და უკრაინას დემოკრატიულ სახელმწიფოთა რეგიონალური კოალიციის შექმნა სურთ

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა, მიხეილ სააკაშვილმა და ვიქტორ იუშჩენკომ 12 აგვისტოს ლიკანის სამთავრობო რეზიდენციაში ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას.


დეკლარაცია ითვალისწინებს, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, „რეგიონის დემოკრატიული ერების კოალიციის“ შექმნას.


„თუ ჩვენ შევქმნით დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მოდელს, ჩვენ შევძლებთ ვიცხოვროთ უზრუნველყოფილ რეგიონში. ეს ჩვენი ინიციატივაა“, დასძინა იუშჩენკომ.


„ეს ერთობლივი დეკლარაცია ძირითადად ეხება დემოკრატიული და თავისუფლების ღირებულებების დაცვას. ახლა, ჩვენ ვგეგმავთ შემოდგომაზე კონფერენცია ჩავატაროთ უკრაინაში რეგიონის დემოკრატიული ერების მონაწილეობით. ჩვენ ასევე მოვიწვევთ რუსეთის, ევროკავშირის  და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.  

This post is also available in: English (ინგლისური)