ყაზახურმა ბანკმა “ტურანალემმა“, რომლის აქტივებიც 5,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, თბილისში 23 აგვისტოს ფილიალი გახსნა.
“ტურანალემმა” უკვე ჩადო ინვესტიციები სასტუმრო “ივერიის” რეკონსტრუქციაში. საქართველოში ბანკის ძირითადი პარტნიონია Silk Road Group-ი.
“ტურანალემს” უკვე გახსნილი აქვს წარმომადგენლობები მოსკოვში, კიევში, ერევანში და შანხაიში. ბანკის უმსხვილეს აქციონერებს შორის არიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია.
This post is also available in: English (ინგლისური)