Site icon Civil.ge

ბაღაფში აფხაზეთის სამხედრო წვრთნებს დადებითად აფასებს

აფხაზეთში 19 აგვისტოს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადება საგრძნობლად გაუმჯობესდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“.


„აფხაზეთი მზად უნდა იყოს ნებისმიერი აგრესიის მოსაგერიებლად… ჩვენ დავეხმარებით არმიას, მათ შორის ხელფასების და ახალი აღჭურვილობის შესყიდვის თვალსაზრისითაც. ჩვენ ასევე გავზრდით დაფინანსებას, რათა გვყავდეს არც ისე დიდი, თუმცა პროფესიონალური არმია“, განაცხადა სერგეი ბაღაფშმა, რომელიც ოჩამჩირის რაიონში, ნაგვალოუს საწვრთნელ ბაზაზე ხუთდღიანი სამხედრო წვრთნების დასკვნით ეტაპს დაესწრო.


 

This post is also available in: English (ინგლისური)