Site icon Civil.ge

სააკაშვილი სომხეთს სტუმრობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 21 აგვისტოს ორდღიანი არაოფიციალური ვიზიტით სომხეთში გაემგზავრა, სადაც პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანთან გამართავს მოლაპარაკებებს, იტყობინება ქართული და სომხური მედია.


გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც ახლავს თან.


სომხეთის პრეზიდენტი არაოფიციალური ვიზიტით საქართველოს აპრილში ეწვია და სააკაშვილთან მოლაპარაკებები გუდაურში გამართა.   


 

This post is also available in: English (ინგლისური)