ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ) 24 აგვისტოს უარი განაცხადა 1 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის შუახევის მაჟორიტარულ ოლქში უშიშროების ყოფილი შეფის იგორ გიორგაძის დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, .
იგორ გიორგაძეს საქართველოში ძებნილის სტატუსი აქვს. მას 1995 წელს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობაში ედება ბრალი. გიორგაძე ქვეყნიდან 1995 წელს გაიქცა და გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად რუსეთში ცხოვრობს.
ცსკ-მ უკვე მეორედ განაცხადა უარი გიორგაძის კანდიდატურის რეგისტრაციაზე, რადგანაც მას ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში არ უცხოვრია, როგორც ამას კანონი მოითხოვს.
This post is also available in: English (ინგლისური)