Site icon Civil.ge

სალომე ზურაბიშვილი დსთ-ზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 26 აგვისტოს განაცხადა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა არ არის ორგანიზაცია, “რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, თუმცა დასძინა, რომ იგი გარკვეულ როლს თამაშობს, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში.


სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს ყაზანში გამგზავრებამდე ესაუბრა, სადაც უკვე დაიწყო დსთ-ს ლიდერთა სამიტი. ზურაბიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს ახლავს.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა იგი დსთ-ს ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. ჟურნალისტის კითხვაზე იქნება თუ არა ეს მისი პირველი და უკანასკნელი მონაწილეობა, ზურაბიშვილმა განაცხადა, “არ მგონია, რომ ეს დსთ-ს უკანასკნელი სამიტი იყოს”.     

This post is also available in: English (ინგლისური)