დღეს თბილისში საქართველოსა და თურქეთის სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
თურქ ბიზნესმენთა დელეგაცია სახელმწიფო მინისტრის ქურშად თუზმენის ხელმძღვანელობით თბილისში 12 სექტემბერს ჩამოვიდა.
დღევანდელი ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გახსნა და შეხვედრას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი უწოდა. თურქეთის დელეგაცია თბილისში 15 სექტემბრამდე დარჩება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)