Site icon Civil.ge

თურქეთს საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება სურს

თბილისში 13 სექტემბერს საქართველო-თურქეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე გამოსვლისას თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა ქურშად თუზმენმა განაცხადა, რომ თურქეთს სურს საქართველოსთან ორმხრივი ვაჭრობა მომავალი სამი წლის განმავლობაში 2 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს, იტყობინებიან თურქეთისა და საქართველოს საინფორმაციო სააგენტოები.


სახელმწიფო მინისტრის თქმით, თურქეთმა და საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილონ ისეთ თანამშრომლობაზე, რომელიც კაპიტალს და ტვირთებს თავისუფალი გადაადგილების საშუალებას მისცემს. მან აქვე დასძინა, რომ თურქეთს სურს, რომ შავი ზღვის რეგიონი თავისუფალი სავაჭრო ზონა გახდეს.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)