Site icon Civil.ge

ხაინდრავა აშშ–ს ელჩს შეხვდა

დღეს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა აშშ–ს ელჩს საქართველოში ჯონ ტეფტს შეხვდა.


შეხვედრაზე, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, საუბარი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების ზონებში არსებულ ვითარებასა და ამ კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას შეეხო.


“აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მზად არის საქართველოს მთავრობას აღმოუჩინოს დახმარება კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების საქმეში“, – განუცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯონ ტეფტმა ჟურნალისტებს.


ხაინდრავას განცხადებით, მან დეტალურად გააცნო აშშ–ს ელჩს საქართველოს მთავრობის ის სამოქმედო გეგმა, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ისახავს მიზნად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)