პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 3 ოქტომბერს დეპუტატებს განუცხადა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სთხოვა პარლამენტს შეიმუშავოს ეროვნული კონსენსუსის შესახებ კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების იმ მთავარ პრიორიტეტებს, რომლებიც მისაღები იქნება ყველა პოლიტიკური ძალისთვის.
“ჩვენ ნამდვილად უნდა გვქონდეს დოკუმენტი, რომელიც დაანახებს როგორც ჩვენს მტრებს, ისე მეგობრებს, რომ ჩვენ, ყველა პოლიტიკური ძალა საქართველოში, ვთანხმდებით რამდენიმე ძირითად საკითხზე, მათ შორის ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და დასავლეთზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკაზე. ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ ამ საკითხებზე ერთიანი პოზიცია გაგვაჩნია, რომელიც არასდროს შეიცვლება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 3 ოქტომბერს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)