Site icon Civil.ge

საქართველოს ლატვიის პრეზიდენტი ეწვევა

ლატვიის პრეზიდენტი ვაირა ვიკე-ფრაიბერგა დღეს თბილისში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლატვიის და საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა. ლატვიის პრეზიდენტი ასევე შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს.


განიხილება საქართველო-ლატვიის თანაშრომლობის საკითხები.  


ვაირა ვიკე-ფრაიბერგა თბილისში 26 მაისს იმყოფებოდა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნელ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)