Site icon Civil.ge

ხაინდრავა აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა დღეს თბილისში ვიზიტად მყოფ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს კასპიის ენერგეტიკულ და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სტივენ მანს შეხვდა.


სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონებში არსებული ვითარება. ხაინდრავამ ისაუბრა მიმდინარე მოლაპარაკებების და სამშვიდობო ოპერაციების ნაკლოვანებებზე.

აშშ-ს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მშვიდობიანი პოლიტიკისადმი მხარდაჭერა და ხაზი გაუსვეს კონფლიქტების მოსაგვარებლად ძალისმიერი მეთოდების გამოყენების დაუშვებლობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)