Site icon Civil.ge

ცხინვალის ინფორმაციით, მერაბიშვილი კულახმეტოვს შეხვდა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, 18 ოქტომბერს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების სარდალს მარატ კულახმეტოვს შეხვდა. თუმცა შსს–ში ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.


არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ქართველი სამართალდამცავების მიერ 2 ოქტომბერს დაკავებული ორი ოსი ეროვნების პირის იგორ ზასეევის და ალეკ იკაევის საკითხი.


აღნიშნული პიროვნებები ქართველმა სამართალდამცავებმა 2 ოქტომბერს კონფლიქტის ზონაში სოფელ ბერულასთან მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნის ბრალდებით დააკავეს. ამ ინციდენტის დროს ორი ქართველი დაიჭრა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)