Site icon Civil.ge

ნათელაშვილი მოსკოვში ლოშჩინინს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი ლოშჩინინი 20 ოქტომბერს მოსკოვში ვიზიტად მყოფ ოპოზიციურ “ლეიბორისტული (შრომის) პარტიის“ ლიდერს შალვა ნათელაშვილს შეხვდა.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)