საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ მხარი დაუჭირა თავის ყოფილ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს და განაცხადა, რომ მისი გათავისუფლება „შეცდომა და არასწორი“ იყო.
„იგი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო. და მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები არაკომპეტენტური და უმეტეს შემთხვევაში არასწორი იყო. მისი გათავისუფლება არასწორი ნაბიჯი იყო“, – განუცხადა გიორგი ხაინდრავამ, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება, ჟურნალისტებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)