Site icon Civil.ge

პარლამენტმა მეორე ვიცე-სპიკერად ჯემალ ინაიშვილი დაამტკიცა

დღეს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა მეორე ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ერთხმად 112 ხმით, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ჯემალ ინაიშვილი დაამტკიცეს.


პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა უკვე უკავია უმრავლესობის წევრს, დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანს.    


კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა.


საქართველოს სავაჭრო პალატის ყოფილი თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი, სახელისუფლებო პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატად 1 ოქტომბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგად აირჩიეს.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)