საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორაკლი ოქრუაშვილმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი “სუბიექტური აზრით, საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას ხუთ წელიწადში აღადგენს“.
ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ პოლიტიკურ თოქ-შოუ “პირველებში“ მიიღო მონაწილეობა, სადაც მან აღნიშნა, რომ მისი “საფუძვლიანი ოპტიმიზმი“ გამოიწვია ამერიკის შეერთებული შტატების განზრახვამ აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტის მოგვარების საკითხებში.
“რუსეთი აღარ არის ერთადერთი, ექსკლუზიური შუამავალი კონფლიქტის მხარეებს შორის. თუმცა, უნდა ავღნიშნო, რომ ცხინვალის შემთხვევაში, რუსეთი სულაც არ თამაშობს შუამავლის როლს, რადგანაც იქ ჩვენ რუსეთთან გვაქვს საქმე და არა იმ ნახევრად ბანდიტურ ხელისუფლებასთან ცხინვალში“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)