საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 22 ნოემბერს განაცხადა, რომ მთავრობას 2003 წლის “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან რაიმე “დრამატრული შეცდომა“ არ დაუშვია.
“ჩვენ ვჩქარობთ და რა თქმა უნდა, რაღაცის კეთების პროცესში შესაძლოა შეცდომების დაშვება, მათი თავიდან აცილება შეუძლებელია, განსაკუთრებით როცა ჩქარობ. მაგრამ, როგორც ჩანს, სიჩქარის დროს, ჩვენ ხშირად სწორად ვერ ვაწვდით საზოგადოებას ჩვენს გადაწყვეტილებებს და შესაბამისად ვერ ვუხნით ხალხს ამა თუ იმ გადაწყვეტილებების მიზეზებს. ეს შეცდომაა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)