საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 23 ნოემბერს განაცხადა, რომ “მხოლოდ საქართველოსთვის ძალიან რთულია აიძულოს რუსეთი შეცვალოს თავისი მიდგომა საქართველოსადმი“ და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით ევროკავშირს, უფრო აქტიური როლი ითამაშოს რეგიონში.
“მაგალითად, როდესაც რუსეთის წინააღმდეგობის გამო ეუთოს მოუხდა თავისი საზღვრის მონიტორინგის მისიის შეწყვეტა, რომელიც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მისია იყო, საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ შეძლო ამაზე შესაბამისი რეაგირების მოხდენა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ფორუმზე გამოსვლისას.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა “არ უნდა დახუჭოს თვალი“ რუსეთის ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაზე რეგიონში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)