საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტმა დავით ინგოროყვამ 29 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა უარი განაცხადა ყაზახური გაზის ტრანსპორტირებაზე საქართველოში. დავით ინგოროყვა საქართველოს სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად გასულ კვირას მოსკოვს ესტუმრა და რუსულ ენერგოკომპანია “გაზპრომის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა.
“მიუხედავად ყაზახური მხარის მზადყოფნისა 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოეწოდებინა საქართველოსთვის მომავალი წლიდან 68 აშშ დოლარად [1 000 კუბურ მეტრზე], რუსეთმა უარი გვითხრა თხოვნაზე ეს გაზი მისი ტერიტორიის გავლით შემოსულიყო“, – განუცხადა ინგოროყვამ რადიო “იმედს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)