Site icon Civil.ge

პარლამენტმა ხუთი ახალი ელჩი დაამტკიცა

9 დეკემბერს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ხუთი ახალი ელჩის კანდიდატურა დაამტკიცა.


ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ვასილ (დავით) სიხარულიძე დაინიშნა, რომელიც ამ თანამდებობამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.


კარლო (კახა) სიხარულიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, პარლამენტმა ჩეხეთის რესპუბლიკაში დაამტკიცა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.


ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა პოლონეთის რესპუბლიკაში.

სლოვაკიისა და სლოვენიის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კი პარლამენტმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.


ეგვიპტესა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში საქართველოს დიპლომატიურ მისიას საქართველოს ყოფილი კონსული თურქეთში გიორგი ჯანჯღავა უხელმძღვანელებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)