პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან 22 დეკემბერს სატელეფონო საუბარი გამართა, იტყობინებიან საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების პრესსამსახურები.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით გაიმართა.
ორმა პრეზიდენტმა რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)