საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საჯაროდ მოაწერა ხელი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ, რომელიც ქურდულ სამყაროსთან ბრძოლასა და რეკეტის გზით შეძენილი ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს.
“ვიღებთ ძალიან მკაცრ კანონს, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს ვინ არის ეს [ე.წ კანონიერი ქურდები] ხალხი, მათ ჩამოერთვათ ქონება და ეს ქონება გადაეცეს სახელმწიფოს; საშუალებას იძლევა ორგანიზებულ დანაშაულთა ჯგუფები დავშალოთ და დაისაჯოს ეს ხალხი… შეიძლება ისინი თავად არ კლავდნენ, არავის არ ძარცვავდნენ, მაგრამ მათი ხელმძღვანელობით ხდება მკვლელობები, საქმეების გარჩევა და ბიზნესში ჩარევა. ჩვენი მიზანია, რომ მათ ფინანსური ბაზა მოვუშალოთ“, – განაცხადა 29 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)