Site icon Civil.ge

პარლამენტი მთავრობისაგან სამშვიდობოებზე ინფორმაციას მოისმენს

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებით 11 ოქტომბერს მიღებული დადგენილების შესახებ იმსჯელეს, რომელიც 10 თებერვლამდე პროგრესის უქონლობის შემთხვევაში, 15 თებერვლისთვის რუსი სამშვიდობოების მიერ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის დატოვების პროცედურის დაწყებას ითვალისწინებს.


ბიუროს გადაწყვეტილებით, საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე პარლამენტი მოისმენს საქართველოს მთავრობის ანგარიშს რუსი სამშვიდობოების მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულების თაობაზე.


“თუ იქნება პროგრესი ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ თუ, სამწუხაროდ პროგრესი არ იქნება, საქართველოს პარლამენტი რჩება თავისი დადგენილების ერთგული და ასეთ შემთხვევაში ჩვენ, პრაქტიკულად, 15 თებერვალს, მივმართავთ მთავრობას მოთხოვნით, რომ დაიწყოს სამშვიდობო ძალების გაყვანის პროცედურა“, – განაცხადა 16 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)