Site icon Civil.ge

პრეზიდენტმა ახალი გაზოტურბინა გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მთავრობის წევრები გარდაბანში ახალი გაზოტურბინის გახსნის ცერმონიალს დაესწრნენ, რომელიც ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით და ქართულ-რუსული ბანკების ფინანსური დახმარებით აშენდა. რუსული ბანკის „ვნეშტორბანკის“ მიერ დაახლოებით 40 მლნ დოლარი იქნა გამოყოფილი ამ მიზნით.


„მე ვფიქრობ ეს არის კარგი მაგალითი თანამშრომლობის; ის რაც მოხდა გუშინ [გაზსადენების და ელექტროგადამცემი ხაზის აფეთება]ის არის ცუდი მაგალითი ქვეყნების შორის ურთიერთობის. ის რაც ხდება დღეს ეს არის ქართულ-ამერიკულ-რუსული თანამშრომლობის კარგი მაგალითი. ჩვენ მუდმივად გახსნილი ვართ ასეთი კარგი თანამშრომლობისთვის და იმედი გვაქვს, რომ ცუდი მაგალითები აღარ იქნება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  


ახალი გაზოტრუბინა ექსპლუატაციაში მას შემდეგ შევა, რაც აღდგება რუსეთიდან საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდება. პირველ ეტაპზე გაზოტურბინა ენერგოსისტემას დამატებით 110 მგვტ ელექტროენერგიას მიაწვდის. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)