საქართველოს პრეზიდნეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი არველაძის განცხადებით, ქვეყანაში ბუნებრივი აირის მოწოდებასთან დაკავშირებით თეირანში მოლაპარაკებებს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური მართავს.
ეს გილაური მეორე ვიზიტია ირანში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში.
„ამჟამად ჩვენი ენერგეტიკის მინისტრი [ნიკა გილაური] იმყოფება თეირანში მიმდინარეობს აქტიურად მოლაპარაკება ირანთან. ერთადერთი მილი, რომელზედაც დღეს საქართველო არის მთლიანად დამოკიდებული არის ის გაზსადენი, რომელიც ჩვენ გასული წლის განმავლობაში აღვადგინეთ… ეს გაზსადენია რომლითაც შემოდის აზერბაიჯანიდან გაზი და გვინდა რომ შემოვიდეს გაზი ირანიდან. ჩვენ ირანელებთან გვქონდა მოლაპარაკებები, მათაც ძალიან აქტიურად გამოიჩინეს ეს ინიციატივა. სწორედ ეს არის ის ალტერნატიული ენერგიის წყარო, რომლიც საქართველოსთვის არის ესოდენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი არველაძემ.
ირანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შესახებ სატაელეფონო საუბარი საქართველოსა და ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს შორის 24 იანვარს შედგა, რომლის დროსაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოთაქი მანუჩერმა მზადყოფნა გამოთქვა საქართველოში ენერგოკრიზისის აღმოფხვრამდე ირანიდან გაზის მოწოდების თაობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)