საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 25 იანვარს ბრიუსელში ევროპარლამენტში გამოსვლისას მოუწოდა ევროკავშირს უფრო აქტიური როლი ითამაშოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში, იტყობინება „როიტერი“.
„თითქმის შეუძლებელია კიდევ უფრო მეტი შეფასება მისცე ევროკავშირის მხარდაჭერის და ჩართვის მნიშვნელობას … [თბილისის] სამშვიდობო გეგმაში“, – იტყობინება „როიტერი“ ბეჟუაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.
მან ასევე მოუწოდა ევროკავშირს გამოაგზავნოს მოკლევადიანი შემაფასებელი მისია რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შორის არსებულ საზღვარზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით. მისი თქმით, როკის გვირაბი თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში იარაღის კონტრაბანდის მთავარი მარშრუტია.
„საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განიხილოს [სამხრეთ ოსეთში] ახალი სამშვიდობო ოპერაციის საჭიროება მისი რეალურად საერთაშორისო სამშვიდობო ძალად გარდაქმნის კუთხით“, – განაცხადა მან. „იმედი გვაქვს, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხი ევროკავშირის რუსეთთან დიალოგის დღის წესრიგის ნაწილი გახდება“, – დასძინა ბეჟუაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)