Site icon Civil.ge

რუსეთი შსკ-ს სხდომის მოსკოვში ჩატარების ინიციატივით გამოდის

რუსეთი ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის ვენაში ჩატარების ნაცვლად მოსკოვში ჩატარების ინიციატივით გამოდის, იტყობინება “რია ნოვოსტი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით.


შსკ-ს შეხვედრის ჩატარება 20-21 თებერვალს ავსტრიის დედაქალაქში იგეგმებოდა.


“დაძაბული ვითარების ფონზე [სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში] მხარეები მაქსიმალურად ახლოს უნდა იყვნენ ადგილთან [კონფლიქტის ზონასთან]“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.


მისი თქმით, მოსკოვში ვიზიტად მყოფ საქართველოს სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავას ეცნობა ამ წინადადების თაობაზე და ის განიხილავს ამ საკითხს საქართველოს ხელმძღვანელობასთან შაბათს.