Site icon Civil.ge

აფხაზეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო

თვითგამოცხადებული აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში დღეს გეგმიური სამეთაურო–საშტაბო წვრთნები დაიწყო, იუწყება “აფსნიპრესი“ დე ფაქტო გენშტაბის უფროსის ანატოლი ზაიცევის ინფორმაციაზე დაყრდნობით.


მისი თქმით, წვრთნები მთელი რეგიონის მასშტაბის მიმდინარეობს. “მარტის ბოლოს ჩატარდება ასევე რეზერვისტთა ბრიგადების გეგმიური სწავლებები“, – აცხადებს ზაიცევი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)