Site icon Civil.ge

ხაინდრავა აშშ-ს ელჩს შეხვდა

21 თებერვალს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა საქართველოში აშშ-ს ელჩს ჯონ ტეფტს შეხვდა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხები განიხილა.


შეხვედრის შემდეგ ჯონ ტეფტმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და მიესალმება თბილისის სამშვიდობო ინიციატივებს.