Site icon Civil.ge

საქართველოს “მეგობართა ახალი ჯგუფის“ შეხვედრა თბილისში გაიმართა

1 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფის (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი) შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დეპარტამენტების დონეზე.


მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის, კონფლიქტების მოგვარების, ტრანსპორტისა და ენერგოუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფი 2004 წელს შეიქმნა საქართველოსთვის ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის და დახმარების აღმოჩენის მიზნით, ასევე პოლიტიკური, ეკონომიკური და ადმინისტრაციული რეფორმების პროცესის სტიმულირების მიზნით.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)