Site icon Civil.ge

ხაინდრავას ოფისში ხანძარი გაჩნდა

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას ოფისში 15 მარტს გაჩენილმა ხანძარმა რამდენიმე ოთახი, მათ შორის სახელმწიფო მინისტრის კაბინეტი და მისაღები ოთახი დააზიანა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.


ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარეობს ხანძრის მიზეზების გამოძიება, თუმცა არსებობს ვარაუდები, რომ ცეცხლი ელექტროგაყვანილობის ქსელში მომხდარმა მოკლე ჩართვამ გააჩინა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)