თვითგამოცხადებული აფხაზეთის მთავრობა მიესალმება რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც აფხაზეთში შესვლაზე უცხოელი მოქალაქეებისათვის დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.
“აფხაზეთში მადლობელნი არიან მათი, ვინც დაეხმარა ადამიანთა თავისუფალ გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას“, – იუწყება 11 აპრილს “აფსნიპრესი“ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან ბჟანიას სიტყვებზე დაყრდნობით.
ბჟანიას თქმით, ამ შეზღუდვების მოხსნას სოხუმი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)