რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა უარყო ოფიციალური თბილისის განცხადებები იმის თაობაზე, რომ ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვით რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ „ეკონომიკური ემბარგო“ განახორციელა.
„გასული წლის მაჩვენებლებით, რუსეთი ნომერ პირველი ინვესტორი იყო საქართველოში. არ მესმის, ეს რანაირი ბლოკადაა“, – განაცხადა ჩხიკვიშვილმა 12 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)