Site icon Civil.ge

პრეზიდენტი: ქართულ მეღვინეობას გადავარჩენთ

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება ქართული მეღვინეობის გადასარჩენად მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქართული ღვინო თავისი ბაზრიდან გამოაძევა.


სააკაშვილის ეს კომენტარი, რომელიც მან ჩინეთში ექვსდღიანი ვიზიტის დასასრულს გააკეთა, ქართულმა ტელევიზიებმა 15 აპრილს გადმოსცეს.


“ჩვენ უნდა შევიდეთ ყველა ბაზარზე… დაგვჭირდება დრო, მონდომება, დაგვჭირდება ძალიან დიდი გარჯა. ეს არ მოხდება ერთბაშად, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ჩვენს მეღვინეობას გადავარჩენთ, გავაძლიერებთ, ოღონდ ძალიან დიდი შრომის შედეგად…ჩვენ მოვახერხებთ  რუსეთის ბაზრის დაბრუნებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჩინეთიდან გამომგზავრებამდე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)