Site icon Civil.ge

ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის მრჩეველი ხდება

ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარტ ლაარი პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველი გახდება რეფორმების განხორციელების საკითხებში, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“.


“მე კოორდინაციას გავუწევ სხვადასხვა სამინისტროების საქმიანობას რეფორმების განხორციელების საქმეში“, – განაცხადა მარტ ლაარმა ესტონულ გაზეთ Postimees-სთან ინტერვიუში, იტყობინება “რია ნოვოსტი“.


ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მაისის ბოლოდან იგი პერიოდულად ჩამოვა თბილისში ერთკვირიანი ვიზიტებით. 


ამჟამად, მარტ ლაარი პარლამენტარია ნაციონალურ-რადიკალური პარტიიდან. მას ორჯერ ეკავა ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 1992-1994 და 1999-2002 წლებში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)